Menu

ქველმოქმედება

ჩვენი კომპანია, ბრენდ "გურიელის" სახელით მუდმივად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ისეთ საქველმოქმედო აქციებში, რომლებიც პასუხობს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას, ესენია: სურსათის უვნებლობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.  ჩვენ  მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები და სამოქალაქო გაერთიანებების მიერ დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, ამიტომაც შეძლებისდაგვარად, ყოველთვის მხარში დავუდგებით საინტერესო და სასარგებლო პროექტებს.

 

  • „გურიელი“ ყოველწლიურად (2010,11,12) აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერას“ და ნაციონალურ სკრინინგ ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიას  „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენლად“, რომელიც მკერდის კიბოს პრევენციას ეძღვნება; 
  • 2010 წლის სექტემბერში ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც თბილისის ბავშვთა სახლების სურსათით მომარაგებას ითვალისწინებდა.
  • 2012 წლის დეკემბერში „გურიელმა“ მონაწილეობა მიიღო „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში „საშობაო გამოფენა-გაყიდვა“, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში იმართება ყოველი წლის დეკემბერში. 
  • 2013 წლის თებერვალში, „გურიელმა" დააფინანსა მთამსვლელების მიერ ორგანიზებული კამპანია „ლეიკემია იკურნება - გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ და „გადავარჩინოთ დიტო ცინცაძე.