Menu
გურიელი კლასიკური

მწვანე

მზადდება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან, სელექციური ჯიშებით გაშენებულ პლანტაციებში, სეზონის საუკეთესო დროს დაკრეფილი ჩაის ნედლეულისაგან. როდესაც მწვანე ჩაის ტექნოლოგიური და ბიოქიმიური პოტენციალი შესაძლებლობის მაქსიმუმს აღწევს, ისინი მყისიერი (110-120°C) ორთქლით თერმული ფიქსაციის მეთოდით მუშავდება, რაც ბიოლოგიურად ფასეული ნივთიერებების სრულ შენარჩუნებას და საბოლოო ჩაის ფოთლებში, მწვანე ჩაისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისებების გამომუშავებას განაპირობებს.
 
 სუბტროპიკული მთიანეთის თბილი კლიმატი, სუფთა წყალი, ორგანული საკვები ელემენტებით გაჯერებული ნიადაგი უზრუნველყოფს გურიელი კლასიკური-ს მწვანე ჩაის ზომიერ სიმწკლარტეს, გამოხატულ კლასიკურ არომატს, განსხვავებულ და განსაკუთრებულ გემურ თვისებებს.

 

პროდუქციის მახასიათებლები:

 

გარეგანი სახე -  მწვანე, კარგად დაგრეხილი ჩაის ფოთლები.
არომატი -  სრული თაიგული, ფაქიზი, ნაზი, კლასიკური, ხშირად ამსგავსებენ მწიფე ნესვის, მოხარშული გოგრის და ხანდახან თევზის არომატს. 
გემო -  სასიამოვნო, ზომიერად მომწკლარტო, განსხვავებული და განსაკუთრებული.
ნაყენი - გამჭვირვალე, ნათელი მწვანე, ყვითელი ტონებით.
გამოხარშული ფოთლის ფერი - ერთგვაროვანი, მომწვანო შეფერილობით.

ხელმისაწვდომი პაკეტები

დასაყენებელი

100 გ.

ჩაის პაკეტი კონვერტში

25 ცალი (50 გ.)

ჩაის პაკეტები

25 ცალი (50 გ.)