Menu
პრინცი გურიელი

ტრადიციული მწვანე

პრინცი გურიელის მწვანე ჩაი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, მდიდარი სურნელისა და დახვეწილი გემოს ჩაია, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრზე გაშენებულ, სელექციური ჯიშის პლანტაციებში ხელით დაკრეფილი ერთ-ორ ფოთლიანი ნაზი დუყებისაგან მზადდება. მწვანე ჩაის ფოთლები მზის ამოსვლისას იკრიფება, როდესაც მათი ტექნოლოგიური და ბიოქიმიური პოტენციალი შესაძლებლობის მაქსიმუმს აღწევს.

დღე-ღამის ტემპერატურული ცვლილების ამპლიტუდა ჩაის ფოთლებში არომატული ნივთიერებების დაგროვებას უწყობს ხელს, რაც ქართული მწვანე ჩაის ზომიერ სიმწკლარტეს, გამოხატურ კლასიკურ არომატს, განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოს განაპირობებს. მზიანი დღეების რაოდენობა, რომელიც ინდოეთთან შედარებით  ნაკლებია,  ფოტოსინთეზის შეკვეცილ აქტივობას და მწვანე ჩაისთვის დამახასიათებელ მთრიმლავ ნივთიერებების ოპტიმიზაციას ახდენს, ყოველივე ეს საოცარ უპირატესობას ანიჭებს ქართულ მწვანე ჩაის, რომელიც ხარისხით იაპონიისა და ჩრდილოეთ ჩინეთის მწვანე ჩაის უტოლდება. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის მწვანე ჩაის ვაწარმოებთ. 


პროდუქციის მახასიათებლები:


გარეგანი სახე -  მწვანე, კარგად დაგრეხილი დახუჭუჭებული ჩაის ფოთლები.
არომატი -  სრული თაიგული, ფაქიზი, ნაზი, კლასიკური, ხშირად ამსგავსებენ მწიფე ნესვის, მოხარშული გოგრის, ხანდახან თევზის  არომატს. 
გემო -  სასიამოვნო, ზომიერად მომწკლარტო, განსხვავებული და განსაკუთრებული.
ნაყენი - გამჭვირვალე, კამკამა, ნათელი მწვანე, ყვითელი ტონებით.
გამოხარშული ფოთლის ფერი - ერთგვაროვანი, მომწვანო შეფერილობით.

ხელმისაწვდომი პაკეტები

დასაყენებელი

100 გ.

პირა-პაკეტი

25 ცალი (50 გ.)

ერთჯერადი პირამიდა კონვერტში

20 ცალი (40 გ.)