Menu

პრიზები

კომპანია „გეოპლანტი“ და ბრენდი „გურიელი“ არა ერთი ჯილდოსა თუ სერთიფიკატის მფლობელია. ამათგან შეგვიძლია გამოვყოთ „ხარისხის ნიშანი“, რომელიც კომპანიებს ათი სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე აფასებდა. საწარმოო ფართების შესწავლის შედეგად, ჩვენ უმაღლეს დონეზე დავაკმაყოფილეთ, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროცესები, აგრეთვე წარმოებული პროდუქტის ხარისხი და ყველანაირი ჰიგიენური ნორმები, რის საფუძველზეც მოგვენიჭა „ხარისხის ნიშანი“.  
 
2010, 2011, 2012 წლებში, ექსპერტთა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისა და წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების შეფასების შემდეგ, კომპანია „გეოპლანტის“ ბრენდს „გურიელი ექსპორტი“ Golden Brand-ის წოდება მიენიჭა. ხოლო 2013 წელს Golden Brand დაიმსახურა ჩვენმა უახლესმა ბრენდმა "პრინცი გურიელი."

2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ მერკურის ჯილდო - წლის კომპანია "ტრადიციული დარგის აღორძინებისთვის", რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადმოგვცა. ამავე წელს კომპანია "გეოპლანტმა" გაიმარჯვა ნომანაციაში "ლიდერი" საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე "ქართული ბრენდის დღე".

2013 წელს "გეოპლანტი" მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია "გორბის" მიერ ბიზნეს 
რეიტინგში გამარჯვებულ 2012 წლის 25 საუკეთესო კომპანიის სიაში მოხვდა. ხოლო 2014 წელს კი კიდევ ერთხელ მოიპოვა ... 

ჩვენი ჩაის დიზაინზე მსოფლიოში ცნობილი კომპანია Ogilvy Group მუშაობს, ჩვენმა შეფუთვამ ოქროს მედალი აიღო ფესტივალ ”იდეაზე”, ასევე ბრინჯაოს მფლობელი გახდა კიევის საერთაშორისო ფესტივალზე.
 
სომხეთის სარეკლამო ასოციაციამ კი სპეციალური პრიზი ”ქვეყნის სარეკლამო კოლორიტი” გადმოგვცა.„გურიელის“ შესახებ ყოველწლიურ ჟურნალ ”The big book of packaging” -შიც დაწერეს, სადაც მსოფლიოში მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დიზაინის და შეფუთვის მქონე ბრენდები ხვდებიან.გარდა ამისა, ჩაი გურიელი არა ერთი გამოკითხვისა თუ კვლევის შედეგად დასახელდა ლიდერად ჩაის წარმოების დარგში, იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება. ვთვლით, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური მუშაობა, ჩვენი პროდუქტის ხარისხის კონტროლი, მუდმივი ინოვაცია და კომპანიის მიერ არჩეული განვითარების გზა სათანადოდ ფასდება და ამის უმთავრესი საზომი ყოველთვის ჩვენი მომხმარებლები იქნებიან.