Menu
გურიელი კლასიკური

შავი ბერგამოტით

ბერგამოტი, ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კულტურაა, რომელიც სპეციფიკური, დასამახსოვრებელი სურნელებითა და გემოთი გამორჩევა. ისტორიული წყაროების თანახმად ლორდმა გრეიმ ბერგამოტით გაჯერებული ჩაი საჩუქრად ჩინეთში მიიღო და დიდ ბრიტანეთში ჩამოიტანა გასავრცელებლად. სწორედ აქედან იღებს სათავეს მსოფლიოში სახელგანთქმული ჩაი Earl Grey, რომელიც ძალიან მალე ჩაის კლასიკურ სახეობად ჩამოყალიბდა. 

გურიელი კლასიკური შავი ჩაი ბერგამოტით ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ განსხვავებული, ექსკლუზიური რეცეპტურის მიხედვითაა შექმნილი. მაღალმთიან, სელექციური ჯიშებით გაშენებულ პლანტაციებში დაკრეფილ ჩაის ფოთლებს, შესაბამისი თანაფარდობით ბერგამოტის ნატურალური არომატი ერევა. ეს თანაფარდობა კომპანიის საიდუმლოებას წარმოადგენს. შავი ჩაის არომატი და გემოვნური თვისებები სრულად არის შენარჩუნებული, ბერგამოტი ამდიდრებს და ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულობას. ჩვენი ჩაის თითოეულ ფინჯანში თქვენ დელიკატურ, განსხვავებულ და პიკანტურ გემოს აღმოაჩენთ, რომელიც უთუოდ მისი ხელმეორედ დაგემოვნების სურვილს  გააჩენს. 

ხელმისაწვდომი პაკეტები

დასაყენებელი

100 გ.

ჩაის პაკეტი კონვერტში

25 ცალი (50 გ.)

ჩაის პაკეტები

25 ცალი (50 გ.)