პრინცი გურიელის შავი ჩაი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, მდიდარი სურნელისა და დახვეწილი გემოს ჩაია. ის მზადდება ერთ და ორ ფოთლიანი ნაზი დუყებისაგან, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრზე ზემოთ გაშენებულ სელექციური ჯიშის პლანტაციებში, დილის საათებში იკრიფება, როცა მისი ტექნოლოგიური და ბიოქიმიური პოტენციალი შესაძლებლობის მაქსიმუმს აღწევს, ამ დროს ჩაის მწვანე ფოთლის ტენიანობა 76%-ზე მაღალია.
მისი გადამუშავება კლასიკური ტექნოლოგიით ხდება და ის სრულად გადის ამ ტექნოლოგიით გათვალისწინებულ საფეხურებს ღნობა, გრეხა, ფერმენტაცია, ხმობა და დახარისხება. პრინცი გურიელის შავი ჩაის წარმოებისათვის ჩაის ფოთლის გრეხა-ფერმენტაციის, ხმობის, ასევე ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის რეჟიმული პარამეტრები და რეგლამენტები სპეციალურად არის დამუშავებული და ის ჩვენი კომპანიის ნოუ-ჰაუს წარმოადგენს.
პროდუქციის მახასიათებლები:
გარეგანი სახე - შავი-მოყავისფრო, კარგად დაგრეხილი ჩაი, რომელიც შეიცავს ტიფსებს, ღია ფერის (ვერცხლისფერი და ოქროსფერი) ჩაი;
არომატი - თაფლის, ვარდის, ყვავილოვანი, ცოცხალი სრული თაიგული, სიახლის სურნელებით და „სიხასხასით“.
გემო - დახვეწილი, რბილი, ჰარმონიული სიმწკლარტით და სიტკბოთი, ოდნავ ციტრუსოვანი.
ნაყენი - კამკამა, მზის გვირგვინით, ინტენსიური, წაბლისფერი ელფერით.
გამოხარშული ფოთლის ფერი - მოწითალო ყავისფერი ან და სპილენძის ფერი მდიდარი მიქსით.