West Georgia

guria

გურიელის საწარმო მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში, დასავლეთ საქართველოში. ჩაის გადამუშავება ხდება საკუთარ საწარმოო სივრცეებში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოტანილი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით არის აღჭურვილი. მათ შორისაა TI Global (ინდოეთი), IMA S.p.A (იტალია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), Fuso (იაპონია). ახალი საწარმო გაიხსნა 2015 წელს და იგი ყოველდღიურ რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს, რათა უზრუნველყოს პროდუქტების გადამუშავება-შეფუთვის პროცესების მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

ჩვენი რესურსები მოიცავს 120,000 კვ. მ პლანტაციებს, 650,000 კგ. მიღებულ ფოთოლს, 150,000 კგ. დაფასოებულ ჩაის. გურიელის საექსპორტო ქვეყნებს წარმოედგენს: აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, ესტონეთი, პოლონეთი. ბუნებრივი პირობების წყალობით, პლანტაციები არ საჭიროებს პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენებას, შესაბამისად ჩაის მიღება ხდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. დღის და ღამის ტემპერატურათა კონტრასტი ეხმარება მცენარის ყლორტებში არომატული ნივთიერებების გამომუშავებას და ქმნის ქართული ჩაის უნიკალური არომატების ნაზავს.

პლანტაციები

120,000

კვ.მ პლანტაცია

650,000

კგ. მიღებული ფოთოლი

150,000

კგ. დაფასოებული ჩაი

ჯილდოები

გურიელს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სერთიფიკატი ჩაის ინდუსტრიის განვითარებისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და საქველმოქმედო პროექტებისთვის.

„ხარისხის ქართული ფონდისაგან“ კომპანიას მიენიჭა ხარისხის ნიშანი, რომელის დაეფუძნა საწარმოში განხორციელებულ კვლევებს. გურიელი არის „ოქროს ბრენდის“ ტიტულის მფლობელი ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია „გლობალური იდეის“ მიერ.

სავაჭრო ნიშნები

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორი ბრენდებისთვის სავაჭრო მარკების კონცეფციების განვითარებაზე.

მსგავსი პროექტებით დაინტერესების შემთხვევაში, მოგვმართეთ:
feedback@gurieli.com.ge