სიახლეები

news 1

Sial პარიზი 2024

19-23 ოქტომბერს გურიელმა ქართული ჩაი კვებისა და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე „Sial Paris 2024“-ზე წარადგინა. Sial Paris-ის პლატფორმამ როგოთ მე-60 საიუბილეო წელს, ერთ სივრცეში კვების ინდუსტრიის ინოვატორებს, რესტორატორებს, ექსპორტ-იმპორტიორებს უმასპინძლა.

Sial Paris წარმოადგენს ინსპირაციის წყაროს კვების ინდუსტრიაში მომუშავე ბრენდებისთვის და ქმნის კარგ შესაძლებლობას უახლეს ტრენდებთან და ინოვაციებთან გასაცნობად, პოტენციურ პარტნიორებდან დასაკავშირებლად. გამოფენამ 130-მდე ქვეყანა, 7500 მონაწილე, 10 ძირითადი სექტორი და 8000 პარტნიორი მოიცვა.

იხილეთ ვრცლად
news 2

გურიელის ახალი პროდუქტი

2024 წელს გურიელმა პროდუქტი ახალი დიზაინით წარადგინა. შეფუთვის კონცეფცია ქართული ჩაის 200 წლიანი ისტორიის, გურიის, როგორც ჩაის ადგილწარმოშობის მხარისათვის დამახასიათებელი კულტურის შთაგონებით შეიქმნა. გურიის არქივიდან მოპოვებული ისტორიები და შემორჩენილი კადრები ილუსტრაციებში გადაითარგმნა და გურიელის ახალი შეფუთვების ვიზუალური მხარე შექმნა.

ახალ პროდუქტზე კრეატიულმა სააგენტო - „ფლეიმეიქერსმა“ იმუშავა. განახლებულმა ვიზუალურმა სტილმა გურიელის ძირითადი და პრემიუმ ხაზის პროდუქტები დაფარა.

იხილეთ ვრცლად
news 3

ტური გურიაში

გურიელმა საწარმოსა და პლანტაციებში საქართველოს ქსელური ობიექტების წარმომადგენლებს უმასპინძლა. არაფორმალური აქტივობის ფარგლებში სტუმრები გაეცვნენ ჩაის მოსავლის მიღებისა და წარმოების პროცესებს, დაათვალიერეს გურიაში მდებარე გადამამუშავებელი საწარმო და ჩაის პლანტაციები, დაესწრნენ საწარმოში ჩაის წარმოების სხვადასხვა ფაზას - სრულ ციკლს პირველადი ფოთლის მიღებიდან, დაფასოებამდე. ვიზიტის მიზანი სტუმრებისთვის ზოგადად საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიის გაცნობა და არსებული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

იხილეთ ვრცლად
news 4

საექსპორტო ბაზრები ფართოვდება

გურიელი საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. აშშ-ს, კანადის, უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, ესტონეთისა და პოლონეთის შემდეგ დაფარვის გეოგრაფიულ არეალს საფრანგეთი და გერმანია შეემატა. მოლაპარაკებები ჩაის კატეგორიის პროდუქტების ექსპორტიორებთან წარმატებით დასრულდა, რაც იმასნიშნავს, რომ 2024 წლის ივნისიდან ქართული ჩაი გერმანელი და ფრანგი მომხმარებლებისთვისაც მისაწვდომი გახდა. ბრენდი მუდმივად განაგრძობს საექსპორტო შესაძლებლობების შესწავლასა და ათვისებას, რაც ევროპული ქვეყნებისთვის ქართული ჩაის პროდუქტების კიდევ უფრო ფართოდ გაცნობას ემსახურება.

იხილეთ ვრცლად
news 5

გურიელი Madrid Fusión Manila - ზე

გურიელი საერთაშორისო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión Manila - ზე წარსდგა! ქართული პროდუქტების გაცნობის საშუალება საერთაშორისო აუდიტორიას ქართველი შეფმზარეულის - დავით ნარიმანაშვილის მიერ გამართულ კულინარიულ მასტერკლასზე მიეცა.
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ქართული წარმოების პროდუქტებს გაეცვნენ. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იყო ეგრეთწოდებული Show Kitchen.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლობას დამატებით თემატური სცენები დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და პროდუქტების დეგუსტაციები ჩატარდა.

იხილეთ ვრცლად
news 6

გურიელი ANUGA-ზე

კიდევ ერთხელ მსოფლიო გასტრონომიის ცენტრად, კვებისა და სასმელი პროდუქტების მწარმოებელთა შეხვედრის ადგილად კიოლნი, გერმანია იქცა. ANUGA-ს საერთაშორისო გამოფენამ 118 ქვეყნიდან 7 800 ბრენდს უმასპინძლა და ინდუსტრიის საუკეთესო პროდუქტების გამოსავლენად 5 დღიან მასშტაბურ მარათონში ჩააბა.

სასმელების კატეგორიაში საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ორგანული გემოების სპექტრი "გურიელმა" გაშალა! ამგვარად, ქართული ჩაის პროდუქტები ნაცნობი ევროპელი მომხმარებლისთვისაც გახდა.

იხილეთ ვრცლად